რა სახის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს შეწყალებული პატიმრები - პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

რა სახის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს შეწყალებული პატიმრები - პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებული მსჯავრდებულები სხვადასხვა ტიპის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, შეწყალებულთა ძირითადი მასა კი, მოდის ნარკოტიკულ დანაშაულზე, ეს არის შეძენა-შენახვა-მოხმარება, ნარკოტიკული ნივთიერების კულტივირება და შემოტანა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეწყალებულთა სიაში შესაძლოა, იყოს გიორგი გვიჩიანიც, ქორიძის თქმით, ვიდრე არ ასრულდება შეწყალების აქტი და მსჯავრდებულები არ დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, მანამდე არ აქვს უფლება, გაავრცელოს პერსონალური ინფორმაცია იმ მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს.

"მე პერსონალურ ინფორმაციას შეწყალებულ მსჯავრდებულებზე ვერ გავავრცელებ. ეს არის პერსონალური ინფორმაცია. თავად მსჯავრდებულები დღის განმავლობაშიი მიიღებენ ამ ინფორმაციას. შეწყალების აქტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა უკვე გადაგზავნილია სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში. აღსრულება უკვე დაწყებულია. დღის ბოლომდე 180 მსჯავრდებული დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს და ვიდრე არ აღსრულდება ეს აქტი, მანამდე არ მაქვს უფლება გავავრცელო პერსონალური ინფორმაცია იმ მსჯავრდებულების შესახებ, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას", - განაცხადა ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ციხეს 180 დატოვებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ