იუსტიციის სამინისტროსთან სასულიერო პირები ID ბარათების არსებობას აპროტესტებენ

იუსტიციის სამინისტროსთან სასულიერო პირები ID ბარათების არსებობას აპროტესტებენ

იუსტიციის სამინისტროსთან სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები ID ბარათების არსებობას აპროტესტებენ.

როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მამა გიორგიმ განაცხადა, ID ბარათების აღება მათთვის მიუღებელია. "ჩვენ ვითხოვთ, რომ გვქონდეს ალტერნატიული პირადობის მოწმობა და არ უნდა გვაიძულებდეს სახელმწიფო გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა", - აღნიშნა მამა გიორგიმ.

მისივე განცხადებით, ბარათები, რომლის აღებასაც იუსტიციის სამინისტრო მოსახლეობას აიძულებს, ეშმაკისეულია და სახელმწიფოც და საპატრიარქოც ვალდებულია, დადგეს ქართველი ხალხის გვერდით.

"იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამ ბარათს არ აიღებ, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოგერთმევა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩვენი ინტერესები იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა მამა გიორგიმ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ