"არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი" - ზოოპარკში ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ

"არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი" - ზოოპარკში ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ

სპეციალისტები ისრაელიდან და ჩეხეთიდან ეპიდემიის გავრცელების რისკის შესასწავლად არიან ჩამოსულები, - ამის შესახებ ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიის გავრცელების რისკი არსებობს, რის შესასწავლადაც უცხოეთიდან არიან სპეციალისტები ჩამოსულები.

"დღეს ჩამოვიდა ორი დელეგაცია ისრაელის და პრაღის ზოოპარკებიდან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობის. ისინი აბსოლუტურად აღჭურვილები ჩამოვიდნენ ტექნიკურად, მათ დაიწყეს მუშაობა და ვოლიერებიდან დამხრჩვალი ცხოველები გამოჰყავთ. მესამე დღეა ეს ცხოველები აქ იმყოფებიან და შესაბამისად, უკვე არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გამოცდილები არიან და უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მუშაობენ", - განაცხადა მზია შარაშიძემ.

ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დაკარგულ ცხოველებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ქალაქში ავაზისა და პანტერის არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"გუშინ ფაქტობრივად თითქმის ყველა ცხოველი ვიპოვეთ. ამჟამად ვეძებთ ერთ ვეფხვს, ერთ დათვს და ერთ აფთარს. ალბათობა იმისა, რომ ეს ცხოველები ცოცხლები არიან, მინიმალურია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავაზა დაინახეს ქალაქში მოსახლეობამ, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ავაზა საერთოდ არ გვყავს. რაც შეეხება პანტერის შესახებ ინფორმაციას, ჩვენ გვყავდა სამი პანტერა და სამივე მათგანი დამხრჩვალი ვიპოვეთ", - განაცხადა მზია შარაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია