"კვირის პალიტრა" სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დაეხმარა

"კვირის პალიტრა" სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დაეხმარა

"კვირის პალიტრა" სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს დაეხმარა. მედია სახლის წარმომადგენლებმა დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისთვის გამოყოფილ პუნქტში ჰიგიენური საშუალებები მიიტანეს.

"კვირის პალიტრამ" ის საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინა, რომლებზეც განსაკუთრებული მოთხოვნა იყო. მათ შორის: სველი ხელსახოცები, თხევადი საპნები, შამპუნები, ბავშვის სხვადასხვა ზომის საფენები, მშრალი საპნები, ბავშვის შამპუნები, ხელსახოცები, სამზარეულოს ხელსახოცები და სხვ.

გარდა ამისა, მედია სახლის თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, პუნქტში ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საშუალებები მიიტანეს.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია