ევროკომისია: "სამ მილიონამდე ევრო გამოიყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით"

ევროკომისია: "სამ მილიონამდე ევრო გამოიყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით"

ევროკომისია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დასახმარებლად დამატებით თანხას გამოყოფს. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"სამ მილიონამდე ევრო გამოიყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით" - აღნიშნულია განცხადებაში.

"ჩემი ფიქრები ამ დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებთანაა. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მზად არის დაეხმაროს თბილისში ოჯახებს თავიანთი სახლების ხელახლა აგებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ეს წვლილი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება იმათ მიმართ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ" ,- განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.

ამას გარდა, ევროკომისია უზრუნველყოფს 400 000 ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის.

"აღნიშნული თანხა დაეხმარება საქართველოს "წითელ ჯვარს" და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაზარალებულებს დახმარებას აწვდიან, მათ შორის საკვებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორიცაა თეთრეული და სამზარეულო აღჭურვილობა, ასევე წყალს, ჰიგიენის საშუალებებს და სამედიცინო დახმარებას" , - წერია განცხადებაში.

ევროკომისრის კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებში, ხრისტოს სტილიანიდესის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება იმ არაერთ ოჯახს მოხმარდება, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია