გორში ლომს ეძებენ: "ადგილზე დაფიქსირებულია ცხოველის საკმაოდ დიდი ზომის ნაკვალევი"

გორში ლომს ეძებენ: "ადგილზე დაფიქსირებულია ცხოველის საკმაოდ დიდი ზომის ნაკვალევი"

გორის რაიონის სოფელ რეხის მოსახლეობის მტკიცებით, დღეს დილით ლომი შენიშნეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილზე დაფიქსირებულია ცხოველის საკმაოდ დიდი ზომის ნაკვალევიც. ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პოლიცია, სპეცრაზმი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ჯერჯერობით სპეციალისტების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა, რისი ნაკვალევი შეიძლება იყოს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ძაღლის, ან სხვა შინაური ცხოველის ნაკვალევს არ გავს.

სამძებრო სამუშაოები რეხში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადგილზე შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია