ჩრდილოეთ კორეაში ამტკიცებენ, რომ გამოიგონეს წამალი, რომელიც კიბოს, შიდსს და ებოლას კურნავს

ჩრდილოეთ კორეაში ამტკიცებენ, რომ გამოიგონეს წამალი, რომელიც კიბოს, შიდსს და ებოლას კურნავს

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ განცხადებას, რომ ქვეყანაში შეიმუშავეს საოცარი წამალი, რომელიც კურნავს შიდსს, სიმსივნეს და ებოლას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ჯადოსნური წამალი დამზადებულია ჟენშენის ექსტრაქსა და სხვა ინგრედიენტების ნარევზე, რომელთა სპეციალური კომბინაცია არ გაუმხელიათ.

ისინი აცხადებენ, რომ წამალი ინექციის სახით იქნება და სახელად კუმდანგ მეორე ერქმევა. ექიმი იონ სუნ ჰანის თქმით, ინექცია ძლიერ იმუნო აქტივატორს შეიცავს, რაც ავთვისებიან და ეპიდემიურ დაავადებებს ძირფესვიანად აღმოფხვრის.

ჩრდილოეთ კორეა ცნობილია საკუთარი მიღწევების შესახებ ისეთი განცხადებების კეთებით, რომელთა არსებობაც ხშირად არ დასტურდება. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ირწმუნება, რომ კიმ ჩენ ილმა ჰამბურგერი გამოიგონა და მას გააჩნია მაგიური ძალა; რომ ილი არასოდეს დადის ტუალეტში, რადგან არ აქვს ამის მოთხოვნილება. ასე რომ, ამ ახალი გამოგონების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად სათუოა.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა