საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყარო და ტრანზიტული ქვეყანაა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყარო და ტრანზიტული ქვეყანაა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს

კვლავ შემაშფოთებელია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველო აშშ-სთან ერთად კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობდა.

"მედიაში გავრცელებული ცნობით, დეკემბრის მონაცემებით, სირიასა და ერაყში "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ძირითადად მუსლიმებით დასახლებული რეგიონებიდან - აჭარიდან და პანკისის ხეობიდან წასული 50-დან 100-მდე ქართველი იბრძოდა, მათ შორის არის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, თარხან ბათირაშვილი (იგივე ომარ ალ-შიშანი). საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისლამისტი ექსტრემისტები აგრძელებენ ქვეყნის გავლით რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონიდან სირიასა და ერაყში გადასვლას", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობა უცხოელ ტერორისტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა და თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რეგულაციები შეცვალა.

"საქართველო 2014 წელს აგრძელებდა კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერებას. აპრილში საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა და ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა" , - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია დაზვერვის შესახებ კანონმდებლობის განახლების და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი უწყებათაშორისი მექანიზმის შექმნის შესახებაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მთავარ კონტრტერორისტულ ოპერაციებს უზრუნველყოფს.

დოკუმენტში საუბარია სასაზღვრო დაცვის გაძლიერების უზრუნველყოფაზეც: "საქართველო აგრძელებს სასაზღვრო უსაფრთოების გაძლიერებას, იმისათვის, რომ მოიპოვოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლის არარსებობა და მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობა, ქვეყანას ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს დაიცვას ჩრდილოეთი საზღვარი".

ანგარიშში საუბარია აშშ-ის მხარდაჭერაზეც, რომლის შედეგადაც საქართველოს სანაპირო დაცვა ახლა უკეთ არის აღჭურვილი იმისათვის, რომ აწარმოოს საზღვაო საზღვრებზე პატრულირება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზეც. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ გაზარდა მცდელობები მოსახლეობაში რადიკალიზმის აღმოფხვრის მიზნით: "იმისათვის რომ გაიზარდოს მუსლიმანი ახალგაზრდების ინტეგრაცია საქართველოს საზოგადოებაში, მთავრობა ახლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოცდები ჩააბარონ არაქართულ ენაზეც".

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები" - გუბაზ სანიკიძე