ჭავჭავაძის #29-ში მცხოვრებლები შვილის მიერ დედის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ყვებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე მყოფმა ნანა ბურჯანაძემ განუცხადა , დაჭრილი თავად საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნახა და პირველადი დახმარებაც იქ აღმოუჩინა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილს სავარაუდოდ, უფროს შვილთან შეკამათება მოუვიდა.
"დაჭრილს სამი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი 4 წლის. სწორედ უმცროსი შვილისგან ვიცი, რომ უფროს შვილს მოუვიდა შეკამათება დედასთან და ყელში დაჭრა", - განაცხადა ნანა ბურჯანაძემ.
როგორც ის აცხადებს, უფროსმა ვაჟმა, რომელიც დედის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა და მეთერთმეტე სართულიდან გადმოხტომა.
დაჭრილი ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის ყელის არეშია დაჭრილი, თუმცა შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა ექიმმა მისთვის საძილე არტერიის გადაჭერა მოახერხა და ქალი შემთხვევის ადგილიდან ცოცხალი გაიყვანეს.
ასევე იხილეთ: დედის დაჭრაში ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა სცადა
იხილეთ ვიდეო: "ჩემმა ძმამ გამოჭრა ყელიო..." - თვითმხილველები ვაკეში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე