გოგონა გარდაცვლილი ადამიანების ფერფლისგან სამკაულებს ამზადებს

გოგონა გარდაცვლილი ადამიანების ფერფლისგან სამკაულებს ამზადებს

კალიფორნიელი ხელოვანი მერი ქეი 2000 წლიდან მოყოლებული შუშის სამკაულებს ამზადებს, მაგრამ ყველაფერი გაუსულ წელს შეიცვალა, როდესაც ახალგაზრდა წყვილმა გოგონას მათი გარდაცვლილი მეგობრის ფერფლისგან სთხოვა სამკაულის დამზადება. მერი ამ დღიდან მოყოლებული შეკვეთით ამზადებს მემორიალურ სამკაულებს.

მერის საკუთარი სტუდია აქვს კალიფორნიაში, სადაც იღებს შეკვეთებს არა მხოლოდ ამერიკიდან, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ”თუ თქვენ გსურთ მემორიალური სამაჯური, მაგრამ ამერიკაში არ ცხოვრობთ, მე გამოგიგზავნით რბილ კოვერტს ინსტრუქციებით, რომელშიც მოათავსებთ გარდაცვლილის ფერფლს და ფოტოს, წერილს ან ისტორიას გარდაცვლილი ადამიანის შესახებ. როდესაც თქვენი სამკაული მზად იქნება, ფოსტით გამოგიგზავნით უკან”, - აცხადებს ხელოვანი.

მერი ქეის ულამაზესი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ ფოტოგალერეაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს