"აქედან წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ ან სხვას მოვკლავო" - ვინ არის დამნაშავე ჯარისკაცის თვითმკვლელობაში?!

"აქედან წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ ან სხვას მოვკლავო" - ვინ არის დამნაშავე ჯარისკაცის თვითმკვლელობაში?!

ტარგედია დატრიალდა ხობის რაიონის სოფელ ყულევში, სადაც რამდენიმე დღის წინ, 18 წლის რატი შამათავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბიჭი სამხედრო მოსამსახურე იყო, როგორც ახლობლები ამბობენ, ჯარისკაცობა მისი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც აიხდინა კიდეც, თუმცა მხოლოდ სამი თვით... ეს სამი თვე ბიჭისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყვლასთვის მოულოდნელად და აუხსნელად სამხედრო სამსახურის დაწყებიდან სამ თვეში სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების საგუშაგო კოშკიდან პირდაპირ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, რის შემდეგაც ორი კვირის ვადით ოჯახის წევრებს შინ გააყოლეს. რამდენიმე დღის წინ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან საუბრის შემდეგ მომხდართან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა. როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრე რატის ოჯახის წევრებისთვის უთქვამს, - აქედან წამიყვანეთ თორემ, თავს მოვიკლავ ან სხვას მოვკლავო. ვფიქრობთ, გასარკვევია რა ხდებოდა სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში ისეთი, რომ 18 წლის ახალგაზრდა 10 დღის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა. შემდეგ კი ორი კვირით სახლში ჩასულმა, თავისუფლების ვადის ამოწურვის ბოლო დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"კვირის პალიტრა" გარდაცვლილი რატი შამათავას ბიძას, ბესო სიჭინავას დაუკავშირდა.

ბესო სიჭინავა:

- რატის მამა სახლში იყო, როცა ეს უბედურება დატრიალდა. ეზოდან რაღაც ხმა გაუგია, როცა გარეთ გავიდა, საშინელი სურათი დახვდა, რატი კაკლის ხეზე თოკით ეკიდა. მსგავსი რამ უმძიმესი სანახავი იქნება ყველა მამისთვის, გონზე არ არის კაცი. მომავალი წლის 5 იანვარს 19 წელი შეუსრულდებოდა. არაჩვეულებრივი ბუნების ბავშვი იყო, ცდილობდა ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა. ყოველთვის ოცნებობდა ჯარისკაცობაზე. გაწვევა ორჯერ მიიღო, მაგრამ იმ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა, თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. სოფლის ცხოვრებიდან გამომდინარე ფიზიკურად შრომა უწევდა, თუმცა არასოდეს იზარებდა და ოჯახს ყოველთვის მხარში ედგა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია