"თბილისის ზოოპარკის ტერიტორია საშიში გახდა" - ასტროლოგი ტრაგედიაზე

"თბილისის ზოოპარკის ტერიტორია საშიში გახდა" - ასტროლოგი ტრაგედიაზე

გასული კვირის მოვლენებიდან მიღებულ შოკს ალბათ მოსახლეობა დიდხანს ვერ დაივიწყებს. ტრაგედიას გმირები ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჰყავს დამნაშავეები. ალბათ, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის თქმით, რთული იყო ვინმეს ეწინასწარმეტყველა, რომ სამსაათიანი წვიმა თბილისის ცენტრში ამხელა კატასტროფას გამოიწვევდა. თუმცა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ამ შემთხვევაში დამნაშავეები, მისი აზრით, იმ ადამიანებს შორის უნდა ვეძებოთ, რომელთაც თავის დროზე ზოოპარკის სიახლოვეს გზა გაჭრეს...

- როდესაც სტიქია მოხდა, ასტროლოგიური რუკა გავხსენი და ნეგატიური ასპექტების ძიება დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, ამ დღეს მზე და მარსი ტყუპების ზოდიაქოში შეუერთდნენ ერთმანეთს და შავ მთვარესთან კვადრატი შექმნეს, რომელიც ქალწულის ზოდიაქოში იმყოფებოდა.

ტერმინოლოგიით არ გადაგღლით, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ამ დროს პრობლემები მოდის არაპროფესიონალიზმისგან. ეს არის ჩადებული ნაღმი გაუთვალისწინებელი დეტალებით. მე შემეძლო, ეს ადრეც მენახა, მაგრამ ამას ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რადგან თბილისში ბევრი ქუჩა და სახლია არასწორად დაპროექტებული და ეს ნაღმები იქ დევს. კონკრეტულად სად მოხდებოდა, ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის ეკოლოგიური კატასტროფა. ეს ადამიანის ფაქტორმა და არაპროფესიონალიზმმა განაპირობა. ამ პრობლემამ სახელმწიფოს რაღაც უნდა ასწავლოს, რომ მსგავსი აღარ გამეორდეს.

- უბედურებების სერია დიდხანს გაგრძელდა...

- ტრაგედია მოხდა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შემთხვევაშიც, როდესაც კარგად ვერ დათვალეს ცხოველები და ნაწილი გარეთ აღმოჩნდა. ზოოპარკის დირექტორიც იმავეს ამბობდა. ეს კიდევ მორიგი არაპროფესიონალიზმია. თან, გაქცეული ვეფხვი უფრო სახიფათოა, ვიდრე ლომი, რადგან მას შეუძლია, დღეებით ჩაუსაფრდეს ადამიანს. კიდევ ერთი არაპროფესიონალიზმი ამჯერად სახელმწიფოს მხრიდან, აუცილებლად უნდა გამოეყვანა კინოლოგიის სამსახურს ძაღლები და მათი საშუალებით მოეძებნათ გარდაცვლილებიც და ცხოველებიც. გზა ისე არაპროფესიონალურად იყო გაკეთებული, რომ სამსაათიანმა წვიმამ კატასტროფა გამოიწვია. ეს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა და იმედია, ხელისუფლება ამ შეცდომებზე ისწავლის. თუ ამას არ გაითვალისწინებენ, შეიძლება, რამდენიმე წელიწადში უარესი კატასტროფა მოხდეს. პასუხი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს, თორემ სიტუაცია ისევ ასეთი იქნება.

- პოლიტიკური სიტუაცია თუ შეიცვლება?

- აუცილებლად, 12 აგვისტომდე ისეთი ცვლილებები მოხდება, რაც შემდეგ ქვეყნის განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. თუ ამ საქმეზე ვინმემ პასუხი არ აგო, კატასტროფები გარდაუვალია. ამ პერიოდში მოხდება პოლიტიკური გადარჩევა, ვინ იმსახურებს თანამდებობას და ვინ - არა. ძალიან კარგად გამოჩნდა კახი კალაძე, სტიქიის მიუხედავად, არ ყოფილა ენერგეტიკული კატასტროფა. მან დაამტკიცა, რომ საქმე იცის. დანარჩენებზე რა გითხრათ... ყველა ქვეყანაში კატასტროფის დროს უდიდეს როლს თამაშობს კინოლოგიური სამსახური და ჩვენთან რატომ მოხდა სხვანაირად, არ ვიცი. იმასაც კი ამბობენ, მერე რა, იაპონიაში ცუნამი იყოო. რა შედარებაა, იქ ცუნამი იყო და ჩვენთან სამსაათიან წვიმას ხომ ხედავთ, რა მოჰყვა. სანამ დროა, მთავრობამ შენობებს უნდა გადახედოს, შეამოწმონ, გაუძლებენ თუ არა მიწისძვრას.

- ლარის კურსს რა ბედი ეწევა?

- ცვალებადობის პერიოდი სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება, შემდეგ დასტაბილურდება და მთელი ცხრა წლის განმავლობაში არაფერი დაემართება. ერთი

მხრივ, უცხოური დახმარებების შემოსვლაც იმოქმედებს, ასევე დადებითად იმოქმედებს სახელმწიფოს მხრიდან პროფესიონალური ჩარევა.

- ივანიშვილმა სტიქიის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა. უნდა ველოდოთ მის ისევ გააქტიურებას პოლიტიკურ ასპარეზზე?

- ივანიშვილის გააქტიურება მოსალოდნელია 22 ივნისიდან 23 აგვისტომდე, ლომის პერიოდში. თან პოზიტიური გააქტიურება. მისი ზოდიაქოდან გამომდინარე, ასეთ ადამიანს კარგის გაკეთება ამ პერიოდში შეუძლია, განსაკუთრებულად წელს აქვს ძალიან კარგი პერიოდი. როგორც ჩანს, იმიტომ არ ჩანს, რომ ამ პერიოდში ემზადება, სიჩქარეს კრეფს.

- 22 ივნისიდან რა შეიცვლება?

- მზე კირჩხიბის ზოდიაქოში შედის, საქართველოსთვის კირჩხიბის ზოდიაქო ზოგადად რთულია. 22 ივლისამდე ამ ერთთვიან პერიოდში პრობლემები დალაგდება, ბევრი რამ გამოააშკარავდება. 22 ივლისიდან კატასტროფები მოსალოდნელი აღარ არის, მაგრამ შესაძლოა, ამ პერიოდში ხელმძღვანელმა პირებმა თანამდებობები დაკარგონ. მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან ტელევიზიები, რაც გლობალურ ხასიათს მიიღებს და ბევრი ადამიანის ბედს გადაწყვეტს. 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე რაღაც პრობლემა იქნება, რაც უშუალოდ მასობრივი ინფორმაციის სფეროს შეეხება და სერიოზულ ცვლილებას გამოიწვევს ქვეყანაში.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს