საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში მეორე ადგილზე გავიდა. ქართველი ძიუდოისტები ფრანგ სპორტსემენებთან ანგარიშით 4:1 დამარცხდნენ.

ფინალურ დაპირისპირებაში ერთადერთი გამარჯვება ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვა, ხოლო ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი საკუთარ მეტოქეებთან დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე ჩეხეთი და უნგრეთი დაამარცხა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია