საქართველო მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სიაში მეექვსე ადგილზეა

საქართველო მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სიაში მეექვსე ადგილზეა

ნებისმიერ ადამიანს სურს ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, სადაც უსაფრთხოდ იქნება. სწორედ კრიმინალური აქტივობის სიმცირით ითვლიან, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა. კრიმინალის გარდა აღსანიშნავია ბუნებრივი კატასტროფები, კორუფცია, ტერორიზმი, ეკონომიკური კრიზისი, კულტურა და მრავალი სხვა.

ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გლობალური მშვიდობის ინდექსი, რომელიც 2007 წლიდან მოყოლებული იკვლევს, თუ რამდენად მშვიდობიანია მსოფლიოს ქვეყნები. მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა.

”საქართველო შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად, რადგან მის დედაქალაქში ღამით ქუჩაში სიარული ხალხისთვის საფრთხეს არ შეიცავს. ბევრ ქვეყანაში ასეთი რამ შეუძლებელია. საქართველოში დაბალია ქურდობის, ტერორიზმის, მკვლელობის მაჩვენებლები. საქართველო იდეალურია ტურიზმისათვის, რადგან შესაძლებელია იხილოთ შავი ზღვის სანაპირო, კავკასიის მთები, ნაციონალური პარკები და ა.შ.”, - ნათქვამია გლობალური მშვიდობის ინდექსის ტექსტში.

უსაფრთხო ქვეყნების სრული ათეული კი ასე გამოიყურება:

10. სინგაპური

9. ნორვეგია

8. იაპონია

7. კანადა

6. საქართველო

5. ახალი ზელანდია

4. ავსტრია

3. დანია

2. ტაივანი

1. ისლანდია

მომზადებულია presscave.com-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია