ალა პუგაჩოვამ მეოთხე ბავშვი იშვილა

ალა პუგაჩოვამ მეოთხე ბავშვი იშვილა

ალა პუგაჩოვამ თავისი რძლის პატარა ვაჟი დროებით იშვილა, პრიმადონას ძმის შვილის ცოლი ჰეროინზე დამოკიდებულებით იტანჯება. მორიგი გადაჭარბებული დოზის შემდეგ კომიდან გამოსვლისას, დედამ პირადად მისცა თანხმობა ოთხი წლის ბავშვის დროებით გაშვილებაზე. თუმცა ქალმა განაცხადა, რომ შვილის დაბრუნება სურს და თავის მოკვლითაც დაიმუქრა. ალა პუგაჩოვას ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

”მე ნამდვილად ვიყავი თანახმა, რომ ალა ბორისოვნას ჩემი შვილი ეშვილა იმის გამო, რომ სტაციონარულ კლინიკაში ვიმყოფებოდი კომის შემდეგ. რეაბილიტაციის და ფეხზე დადგომის შემდეგ, ბავშვზე მზრუნველობა კვლავ ჩემზე გადმოდიოდა. ასეთი ოფიციალური დოკუმენტი შედგა და მას მოვაწერე ხელი”, - აცხადებს პუგაჩოვას რძალი.

ქალმა დასძინა, რომ ამჟამად მისი შვილი აგარაკზეა ალა პუგაჩოვას ნდობით აღჭურვილ პირთან. ამაზე თანხმობა მისმა ქმარმა, ბავშვის მამამ განაცხადა, რომელიც ჰეროინზე დამოკიდებულების გამო ეტლსაა მიჯაჭვული.

”მე იმ დროს კომაში ვიყავი. აღარ ვიცი, ვის ვენდო და რა გავაკეთო. ვერ ვიცოცხლებ, თუ 31 დეკემბრის შემდეგ შვილს არ დამიბრუნებენ. ოფიციალურ დოკუმენტში ამ დრომდე აქვს ალა ბორისოვნას ჩემს შვილზე მზრუნველობის უფლება” ,- განაცხადა ვიქტორია პუგაჩოვამ.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება