”ფოლკსვაგენის” ქარხანაში რობოტმა მუშა მოკლა

”ფოლკსვაგენის” ქარხანაში რობოტმა მუშა მოკლა

გერმანიაში, "ფოლკსვაგენის" ქარხანაში რობოტმა მუშა მოკლა. მამაკაცი ორშაბათს გარდაიცვალა. 22 წლის ახალგაზრდა იმ გუნდის წევრი იყო, რომელსაც რობოტი უნდა აეწყო. შუა პროცესში რობოტმა ბიჭი დაიჭირა და რკინის თეფშს მიახეთქა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფოლკსვაგენის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჰეიკო ჰილვიგი ავრცელებს.

მისი თქმით, საბოლოო დასკვნის შედეგად პრობლემა მუშების მიერ რობოტის არასწორად აწყობაშია. თავად რობოტს პრობლემები არ აქვს, ის დაპროგრამებულია, რათა სხვადასხვა ბრძანებები შეასრულოს. ის ჩვეულებრივად ფუნქციონირებს ქარხანაში და ავტონაწილების გადაზიდვითაა დაკავებული.

ჰილვიგს მეტი დეტალი არ გაუმხელია, რაც გამოძიების ინტერესებს მიაწერა. სასჯელაღსრულებით სისტემაში ბჭობენ, წამოაყენონ თუ არა რაიმე სახის ბრალდება და თუ წამოაყენებენ, ვის მიმართ.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს