რა წერილი მიწერა სააკაშვილს უკრაინული რესტორნის მეპატრონემ ბათუმიდან

რა წერილი მიწერა სააკაშვილს  უკრაინული რესტორნის მეპატრონემ ბათუმიდან

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე, ბათუმში, უკრაინული რესტორნის მფლობელის მიერ მიწერილ წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ამ წერილის გამო ძალიან მოწყენილია.

"მახსენდება "ძაღლის გული"

ძალიან ვნერვიულობ ჩემს უსაყვარლეს უკრაინულ რესტორანზე ბათუმში - ეს ერთ-ერთი ათასობით დაწესებულებათაგანია, რომლებიც საქართველოში ჩემი მმართველობის დროს გაიხსნა, რომლებმაც ასობით სხვა სასტუმროებთან ერთად საქართველოში 6 მილიონი ვიზიტორი მოიზიდა. ახლა კი მე ძალიან მოწყენილი ვარ, რადგან უკრაინული რესტორნის მფლობელის წერილი წავიკითხე, მაგრამ მანამდე საბჭოური მენტალობა ოდესაში უნდა ავღვკვეთოთ", - წერს სააკაშვილი.

"გამარჯობათ ჩვენო პრეზიდენტო! გთხოვთ! უნდა გაიმარჯვოთ მომავალ არჩევნებზე, თუ არა და პირუტყვებად ვიქცევით! ეს ტატიანაა, ბათუმი, რესტორანი "უკრაინოჩკა". მუშაობა შეუძლებელი გახდა! ყველასთვის ყველაფერი დასაშვები გახდა! გამოიძახებ დაცვას და ისინი ყველას თვალწინ მათ ეკოცნავებიან, ვინც ერთი წუთის წინ მთელ დარბაზს ატერორებდა! არ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა, მაგრამ არის ხოლმე. მთავარი ეს არ არის, არამედ ის რომ დღეს ყველასთვის ყველაფერი დასაშვები გახდა! ადრე ხალხს სასჯელის ეშინოდა. ალბათ ეს სწორიც იყო, თუმცა ამ ადამიანების ოჯახის წევრებს ეს სისასტიკედ მიაჩნდათ... თქვენს დროს ბატონო მიხეილ მე საერთოდ არ მისარგებლია დაცვის მომსახურებით! ტბა კი.. უკვე დიდი ხანია ჭაობად იქცა... ის კი არა უკვე მაგიდებიც აღარ გაგვაქვს გარეთ! მადლობა, რომ თქვენ ჩვენთან იყავით, იმედი მაქვს, კიდევ იქნებით! ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხართ და გელოდებით! ძალიან გელოდებით! აი ასეთი გულიდან ამოხეთქილი ტკივილია! ... გუშინ კი დაცვის ბიჭების კარგი გუნდი იყო მოსული, თუ არა და ჩვენს რესტორანს წალეკავდნენ! ასე ცხოვრება არ შეიძლება! ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ!" - წერია უკრაინული რესტორნის მეპატრონის წერილში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს