აგლაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

აგლაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო N4 მაცივრიდან 60 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა არ ჩატარებია. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2 ვერ წარმოადგინა, რის გამოც 1000 ლარით დაჯარიმდა.

ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია