როგორ იტბორებოდა თბილისის ცნობილი საროსკიპო სტიქიის ზონაში - კადრები, რომელიც ჯერ არავის უნახავს

როგორ იტბორებოდა თბილისის ცნობილი საროსკიპო სტიქიის ზონაში - კადრები, რომელიც ჯერ არავის უნახავს

AMBEBI.GE-მ და PALITRATV.GE-მ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები, რომელიც ჯერ არ გინახავთ. ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ იტბორება თბილისის ერთ-ერთი ცნობილი საროსკიპო, რომელიც გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნული ვიდეომასალა AMBEBI.GE-სა და PALITRATV.GE-ს იმ შენობის მეპატრონემ მიაწოდა, სადაც საეჭვო რეპუტაციის დაწესებულება ფუნქციონირებდა.

სტიქიის ღამის უცნობი კადრები: როგორ დაიტბორა ცნობილი საროსკიპო თბილისის ცენტრში

შენობის მეპატრონეს ობიექტი იჯარით ჰქონდა გაცემული და მისი ინფორმაციით, იქ ღამის კლუბი ფუნქციონირებდა. კადრები სხვადასხვა რაკურსით, ორი სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, მასზე ასახულია, როგორ მატულობს ტერიტორიაზე წყლის დონე და როგორ ითხოვენ განწირული ყვირილით შველას აღნიშნული ობიექტის თანამშრომლები. ვიდეო-ჩანაწერში იხილავთ, როგორ ცდილობდა ექსტრემალურ მომენტში მომსახურე პერსონალი თავის გადარჩენას და ერთმანეთის დახმარებას.

მომხდარიდან 1 თვის შემდეგ, შენობას ფაქტობრივად უცვლელად ემჩნევა სტიქიის კვალი და დაზარალებულების ხელის სისხლიანი ანაბეჭდები კედლებზე, რომელიც მთელი სიმძაფრით ასახავს საზარელ წუთებს. მოცემულობა კი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტებმა შემთხვევის ადგილზე იხილეს, ასეთია: პირველი სართული მთლიანად შლამით არის დატბორილი. მეორე სართულის ინტერიერი დალეწილია, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. კედლის დეკორატიულ სარკეებს სისხლის კვალი ატყვია...

ჩვენს ჟურნალისტებთან ობიექტის მეპატრონე ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაცია საკუთარი ძალებით უწევს. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ მოთხოვნა, რომ მას წყლის ამოტუმბვაში დაეხმარონ, დღემდე დაუკმაყოფილებელი რჩება. შენობას თანამშრომლები საკუთარი ძალებით დღემდე ასუფთავებენ; მათ შენობიდან შლამი ხელით გამოაქვთ.

აღნიშნულ კლუბს თბილისში საროსკიპო "პალმების" სახელით იცნობდნენ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია