"სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - თამარ ჩერგოლეიშვილმა პაატა ზაქარეიშვილის დიპლომი გამოაქვეყნა

"სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - თამარ ჩერგოლეიშვილმა პაატა ზაქარეიშვილის დიპლომი გამოაქვეყნა

თამარა ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილი დიპლომს აქვეყნებს.

როგორც ფოტოდან გახდა ცნობილი, მინისტრმა 1979 წელს ლენინის სახელობის კაზანის უნივერსიტეტში ჩააბარა, სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტზე.

"პაატა ზაქარეიშვილის განათლება

ლენინის სახელობის კაზანის უნივერსიტეტი - სამეცნიერო კომუნიზმის ფაკულტეტი" - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პაატარა ზაქარეიშვილმა 1993 წელს თბილისის სასულიერო აკადემია დაამთავრა . 1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი. 1992-1997 წლებში ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიას ხელმძღვანელობდა. 1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე. 1995-1997 წლებში იყო "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი.

2002-2006 წლებში ზაქარეიშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა. 2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს