საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება - გრიგორი კარასინი

საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება - გრიგორი კარასინი

თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, ჩემი აზრით, არის პირდაპირი პროვოკაცია მიმართული იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს. მე ჩემ აზრზე ვრჩები. ყველა სასაზღვრო ნიშანი, რომლებიც ადგილზე 8 აპრილამდე იყო, აღადგინეს, მაგრამ ეს აბრები ისევ ჩამოხსნეს. შესაბამისად, თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და ამ მიზნით ყველა შესაძლებლობას იყენებენ. საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება. ვითარების გასარკვევად ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შექმნილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რამდენადაც ვიცი სამხრეთ ოსეთის მხარემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ქართველ კოლეგებს გაუგზავნათ წინადადება, რომ ერგნეთში საგანგებო სხდომა გაიმართოს და განიხილონ ეს საკითხი.

აი, სწორედ ასე უნდა მოქმედებდე, უნდა მოიქცე ცივილურად, თუ გვინდა სიმშვიდე და ურთიერთობების ნორმალური განვითარება, არ უნდა მივმართოთ საჯარო დემონსტრაციებს, პროვოკაციებსა და ნგრევას. უნდა მივყვეთ ცივილიზებულ ლოგიკას. გარწმუნებთ, რომ ჩვენ გვეყოფა მოთმინება და გავაგრძელებთ ურთიერთობების ნორმალიზების კუსს, ხოლო პროვოკატორებს სათანადო სიტყვიერ და ლოგიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ", - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განკარგულებით, ეს სასაზღვრო ნიშნები დაამონტაჟა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა და ისინი ადგილზე მიმდინარე წლის 8 აპრილამდე იდგა".

"ვინ ამოიღო ისინი, ეს ხალხი უნდა იპოვონ და დასაჯონ პროვოკაციისთვის. არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. შეიკრიბონ ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები და გაერკვნენ, ამ საკითხში. ნახავთ, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც მე მოგახსენეთ", - განაცხადა კარასინმა, რომლის კომენტარის ქართულ თარგმანს "რუსთავი 2" ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."