სად ისვენებენ მილიარდერები

სად ისვენებენ მილიარდერები

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და წარმატებული ადამიანები ხშირად დასვენებისთვის მყუდრო და უჩვეულო ადგილს არჩევენ. ბევრ მათგანს კი ეგზოტიკურ ქვეყნებში უყვარს შვებულების გატარება. სად და როგორ ისვენებენ მდიდარი ადამიანები, ამის შესახებ გამოცემა "ფორბსი" აქვეყნებს სტატიას.

"ფორბსის" ინფორმაციით, ბოლო არდადეგები "ფეისბუქის" დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, რომელიც მოკრძალებული ცხოვრების წესით არის ცნობილი, ვიეტნამში გაატარა. მოგზაურობაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად გაემგზავრა.

წლევანდელი ზაფხულის გატარება შოტლანდიაში გადაწყვიტა ლონდონის "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა. ბრიტანული მედიის ცნობით, შოტლანდიის ქუჩებში რომან აბრამოვიჩი ბიზნესპარტნიორებთან და საყვარელ ძაღლთან ერთად სეირნობს. შოტლანდიაში ჩასულმა ასევე უარი თქვა იახტით მოგზაურობაზე და იახტას ველოსიპედი არჩია. გასული წლისგან განსხვავებით, რუსი მილიარდერი წელს ნამდვილად მოკრძალებულად ისვენებს. ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, გასულ წელს რომან აბრამოვიჩმა ისრაელში, კურორტ მიცპე რამონზე გაატარა, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი სასტუმროს ყველა - 111 ნომერი რამდენიმე დღით დაჯავშნა, რის სანაცვლოდაც 300 ათასი ფუნტი გადაიხადა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს