უამინდობა ტურისტულ სეზონს ჩავარდნით ემუქრება?

უამინდობა ტურისტულ სეზონს ჩავარდნით ემუქრება?

"წვიმებისა და უამინდობის გამო აჭარაში ტურისტების ნაკლებობაა, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ცუდი სეზონი 2008 წლის შემდეგ არ გვქონია", - აცხადებენ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც შიში აქვთ, რომ წლევანდელი ზაფხული მათთვის წამგებიანი იქნება. bpn.ge ამ სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა:

თამაზ გოგიბერიძე - ქობულეთის საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი: "მთელ აჭარაში წვიმს და გრილი ამინდია, თითქმის ყოველდღეა ჭექა-ქუხილი, რაც ძალიან გვაბრკოლებს. დამსვენებლებს მზე და გარუჯვა სურთ, თორემ წვიმა ვის უხარია? ამიტომ, ჩვენს ქალაქში დამსვენებლების ნაკლებობა იგრძნობა. სეზონის დაწყებამდე მოსახლეობამ გაარემონტა და გაალამაზა თავისი სასტუმროები, რაშიც სოლიდური თანხა დახარჯა. ვცდილობთ ტურისტებს ღირსეულად დავხვდეთ, მაგრამ მათი რიცხვი წელს აშკარად შემცირებულია: დამსვენებლები ინტერნეტით იგებენ, რომ აქ ცუდი ამინდებია და არ ჩამოდიან. ანალოგიური სიტუაციაა მთელ აჭარაში - ბათუმში, ურეკში, ჩაქვში და ყველგან. ერთი-ორი დღით ამინდის შეცვლა მდგომარეობას ვერ ცვლის".

თამაზ გოგიბერიძის შეფასებით, შარშანდელი სეზონი ქობულეთისთვის გაცილებით შემოსავლიანი იყო: "შარშან ამინდმაც ხელი შეგვიწყო და სხვა ფაქტორებმაც, ამიტომ ამ დროს უკვე 15 ათასი ლარი მქონდა მიღებული, წელს კი - მხოლოდ ათასი ლარი მაქვს. იმდენად ცხელოდა, რომ ექიმები ხალხს მოუწოდებდნენ თბილისი დაეტოვებინათ. ამიტომ, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა აჭარაში. ერთი-ორი ოჯახი წელს უკრაინიდანაც მყავდა, რუსეთიდანაც, მაგრამ ეს თითქმის არაფერს ნიშნავს. ამ რაოდენობით სეზონის ბედი ვერ გადაწყდება: ბაზარი უნდა შეივსოს და ფასებმა მოიმატოს, თორემ იმ ფასად, რა ფასებიც დღეს ქობულეთშია, ვერც ელექტროენერგიის ფულს გადავიხდით, ვერც გაზის და ვერც - მომსახურე პერსონალის ხელფასს გავისტუმრებთ. 10-15 ლარი ღირს ერთი ადგილი მაშინ, როცა შარშან 20 ლარი ღირდა და ტურისტებით გადავსებული იყო აქაურობა. არადა, დიდი ფული დავხარჯეთ რემონტზე და ოთახების კეთილმოწყობაზე."

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია