მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო რუსეთზე - რას იხსენებს სოსო პავლიაშვილი ექს-პრეზიდენტზე

მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელო რუსეთზე - რას იხსენებს სოსო პავლიაშვილი ექს-პრეზიდენტზე

რუსული ესტრადის ვარსკვლავმა სოსო პავლიაშვილმა LifeNews -თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ გაიცნო 2008 წელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, პირველად საქართველოს ექს-პრეზიდენტს 2008 წლის მარტში შეხვდა, როდესაც რუსეთში ჩასულმა სააკაშვილმა მასთან შეხვედრა მოისურვა. "ადგა და პირველი სადღეგრძელო თქვა: "მინდა რუსეთის სადღეგრძელო ვთქვა, ამ დიდებული ქვეყნის, რომელიც უფრო მეტად აფასებს საქართველოს წარმომადგენლებს, ვიდრე სამწუხაროდ ჩვენ. ეს მან სრულიად გულწრფელად თქვა, შემდეგ კი სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველია მსოფლიოში, მომღერალმა ირონიულად უპასუხა: "ასე რომ ვეპიარებინე ვინმეს ამერიკასა და ევროკავშირში, მეც ყველაზე ცნობილი ქართველი ვიქნებოდი".

იხილეთ ვიდეო

"ვაძლიერებთ კლინიკურ სასტუმროებს, სადაც ხდება, როგორც თერაპიული სერვისის მიწოდება, ასევე არის ჟანგბადის კონცენტრატორები" - ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი

რა ტიპის რეკლამებია ყველაზე აქტუალური დღეს ციფრულ სამყაროში (ინფოგრაფიკა)

ვოგის, ვაშინგტონ პოსტისა და მაგნუმ ფოტოს ხელმძღვანელები ქართული ფოტოკონკურსის ჟიურიში არიან