მაშველები მოქალაქეებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

მაშველები მოქალაქეებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

შტორმისა და ძლიერი ტალღების გამო, აჭარის სანაპირო ზოლზე, აგრეთვე ურეკში ზღვაში შესვლა დღის ბოლომდე რეკომენდებული არ არის. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

ზვიად ჯაფარიძის თქმით, სანაპირო ზოლზე არსებულ სამაშველო სამსახურის კოშკურებზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.

"შტორმია 2-3 ბალი და უსაფრთხოების მიზნით ზღვის სანაპიროზე მყოფ ტურისტებს მაშველები აფრთხილებენ, რომ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამაშველო სამსახური თხოვნით მიმართავს ტურისტებს, გაითვალისწინონ მაშველების გაფრთხილება", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ზღავზე 3-ბალიანი შტორმი დღის ბოლომდე მოიხსნება და სამაშველო კოშკურებზეც თეთრი ალმების აღმართვის შემდეგ ტურისატებისთვის ზღვა საშიში აღარ იქნება.

ზღვის სანაპიროზე ამ დროისთვის მზიანი ამინდია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია