მარსზე გიგანტური კიბორჩხალა და ადამიანის სილუეტი აღმოაჩინეს

მარსზე გიგანტური კიბორჩხალა და ადამიანის სილუეტი აღმოაჩინეს

მარსიდან პლანეტის მკვლევარმა Curiosity-მ დედამიწაზე ახალი ფოტოები გამოაგზავნა და მათი ფანტაზიები გააღვივა, ვისაც უცხო ცივილიზაციების სჯერა. ცხარე დისკუსიის საგანი გახდა მარსის ზედაპირის ორი ფოტო. ერთ-ერთ მათგანზე ქვებს შორის დაფიქსირებულია რაღაც, რაც ძალიან ჰგავს კიბორჩხალას. 

ამოუცნობი არსების გადიდებული ფოტო მთელ ინტერნეტს მოედო და ხალხი კამათობს, არის ეს უბრალოდ ქვების ზედაპირის მიერ შექმნილი ორიგინალური ფორმა თუ ცოცხალი არსება. განსაკუთრებით მოტივირებულმა ადამიანებმა პეტიციის შევსება დაიწყეს, სადაც ნასას მიმართავენ, რომ Curiosity იმ მონაკვეთზე გააგზავნონ, სადაც ”კიბორჩხალა” დაფიქსირდა, რათა მეტი ფოტო გადაიღოს და გაირკვეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

გარდა ამისა, მეორე ფოტოზე სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ქალის სილუეტი, რომელიც შავ სამოსში არის გამოწყობილი. ჯერჯერობით, გადაჭრით არავინ ამბობს, არის თუ არა ობიექტი ცოცხალი არსება. 

ორიგინალი სტატია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს