მეცნიერებმა მარსზე ანომალიური ზონა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მარსზე ანომალიური ზონა აღმოაჩინეს

რუსულმა სამეცნიერო მოწყობილობა ”დან”-მა, რომელიც მარსზე წყლის აღმოსაჩენად მუშაობს და ნასას მკვლევარ Curiosity-ზეა დაყენებული, უცნაური ქიმიური შემადგენლობის ზედაპირი აღმოაჩინა წითელ პლანეტაზე.

ხელსაწყო ”დან” მარსის ზედაპირს მაღალი ენერგიის ნეიტრონებით ასხივებს, ხოლო მეორადი ნეიტრონების წნევის დეტექტორი წყალბადის შემადგენლობას ადგენს, რაც ნიშნავს, რომ ის ეძებს წყალს და ჰიდრატირებულ მინერალებს.

Curiosity-მ ათი კილომეტრი გაიარა გეილის კრატერის ძირზე. სწორედ ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინა ”დან”-მა თიხის ფენებში წყლის შემცველობის ცვლილება. 2015 წლის 21 მაისს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Curiosity-მ უცნაური რაიონი გადაკვეთა, საიდანაც მაღალი წნევით სითბური ნეიტრონები იკვეთებოდა. ეს მკვლევარების აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ ამ რაიონის სიღრმეზე წყალი არსებობს, ან იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ქიმიური შემადგენლობის თიხაა.

ორიგინალი სტატია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს