გურამ გუბაზი - ჩვენ აჟიოტაჟი არ გვინდა, ქართველებმა კი რკინიგზის შესახებ ხმაური ატეხეს

გურამ გუბაზი - ჩვენ აჟიოტაჟი არ გვინდა, ქართველებმა კი რკინიგზის შესახებ ხმაური ატეხეს

რუსეთის სარკინიგზო ჯარების წარმომადგენლები აფხაზეთში ოჩამჩირიდან ენგურამდე რკინიგზის განაღმვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ისინი ამას უსასყიდლოდ გვიკეთებენ. "აფსნი.რუ"-ს ცნობით, ამის შესახებ "აფხაზეთის რკინიგზის" დეფაქტო ხელმძღვანელმა გურამ გუბაზმა განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის რკინის ხელმძღვანელობას არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი სამხედროა ამ პროცესში დასაქმებული.

"ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. არ გვინდა, რომ აჟიოტაჟი მოჰყვეს, ქართველებმა კი ამაზე ხმაური ატეხეს. ჩვენ არ ვიცით, განახლდება თუ არა რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, ადამიანები გვეხმარებიან რკინიგზის ხაზის გაწმენდაში", - აღნიშნა გუბაზმა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?