თეთრ სახლში პირველი ტრანსგენდერი თანამშრომელი აიყვანეს

თეთრ სახლში პირველი ტრანსგენდერი თანამშრომელი აიყვანეს

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ მუშაობა დაიწყო პირველმა ტრანსგენდერმა თანამშრომელმა. რაფი ფრიდმან გიორსპანი პერსონალის უფროსი მენეჯერია, ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, ფრიდმან გიორსპანის ბრძოლა ტრანსგენდერების უფლებებისა და თანასწორუფლებიანობისთვის ამჟამინდელი ადმინისტრაციის ღირებულებებს ასახავს.

დღემდე რაფი ტრანსგენდერების უფლებებისთვის მებრძოლი კამპანიის ნაციონალურ ცენტრში მრჩევლად მუშაობდა. ამერიკული ლგბტ თემის აქტვისტები მიესალმებიან მის თეთრ სახლში დანიშვნას.

ამჟამად პენტაგონში განიხილება ჯარში ტრანსგენდერი კაცების და ქალების სამსახურის აკრძალვის გაუქმების საკითხი. თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯს მხარს უჭერენ.

ორიგინალი სტატია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა