სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად გარდაიცვალა - გუგა მშვენიერაძე ფოტოს გადაღებისას წყალსაცავში გადავარდა

სახელმწიფო ბალეტის სოლისტი ტრაგიკულად გარდაიცვალა - გუგა მშვენიერაძე ფოტოს გადაღებისას წყალსაცავში გადავარდა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი გუგა მშვენიერაძე ტრაგიკულად დაიღუპა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში, წყალსაცავში დაიხრჩო.

გუგა მშვენიერაძის გარდაცვალებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

"ტრაგიკულად დაიღუპა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტი, უნიჭიერესი და სამაგალითო ადამიანი – გუგა მშვენიერაძე. რასაც არ ჰკიდებდა ხელს პროფესიის ჩათვლით, ყველაფერი ფანტასტიკურად გამოსდიოდა – IT, პროგრამირება, დიზაინი… ერთეულებია საქართველოში, ვინც ასე იცოდა კლასიკური მუსიკა და ოპერა, ბალეტზე აღარ ვლაპარაკობ", – წერს გრიგოლ ვაშაძე.

არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი გუგა მშვენიერაძის მცდელობა გახდა, რომ ფოტო გადაეღო, რა დროსაც წყალსაცავში ჩავარდა და დაიხრჩო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია