"თითქოს მე მას კაბინეტში ვეახლე და მკვლელი ნათესავის გათავისუფლება ვთხოვე..." - სტურუა სააკაშვილს პასუხობს

"თითქოს მე მას კაბინეტში ვეახლე და მკვლელი ნათესავის გათავისუფლება ვთხოვე..." - სტურუა სააკაშვილს პასუხობს

რეჟისორი რობერტ სტურუა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსულენოვანი პოსტით ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა რუს ჟურნალისტ დიმიტრი ბიკოვთან ინტერვიუში განაცხადა, რობერტ სტურუამ ის მას შემდეგ აითვალწუნა, რაც ხელისუფლების წევრებმა მარიხუანას მოხმარების გამო დაჭერილი მისი ნათესავის გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.

„ოდესის მმართველს, ამხანაგ მიშკამიშკასადააშენიღიმილას!

როგორც ყოველთვის ამ საბჭოთა მორალს შერეული მთრთოლვარე სინდისისა და გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის უჩვეულო ფანტაზიის პიროვნებამ, პროვინციული დიქტატორუკებისადმი ჩემი გენეტიკური ზიზღით დაბნეულმა, ცნობილ ჟურნალისტს განუმარტა ჩემი მის მიმართ ზიზღის მიზეზი, თითქოს მე მას კაბინეტში ვეახლე და მკვლელი ნათესავის (ახლა აღმოჩნდა, ნარკომანის) გათავისუფლება ვთხოვე. რაზეც კატეგორიული უარი მივიღე: „არა! ახლა საბჭოთა დრო აღარაა! და უმჯობესია საკუთარი თეატრის საქმეებით დაკავდეთ!“.

მოტყუებულმა პროგრესულმა ჟურნალისტმა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ასე უსინდისოდ იტყუებიან „რეფორმატორი-პრეზიდენტები“, ეს ინტერვიუ დაბეჭდა. ამ მონაჭორზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ვიმედოვნებ, მიშკას ყველაფერი მოეკითხება, კორუფციაც, ბოროტმოქმედებაც და ხალხის ფულით გამოკვებილი ვერცერთი მსოფლიო მაღალჩინოსანი მას უკვე ვეღარ უშველის: საკმარისია გასულელება! გავ. გავ!“, - წერს სტურუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს