ჩრდილოეთ კორეა ომისთვის ემზადება

ჩრდილოეთ კორეა ომისთვის ემზადება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედრო ძალებს "საბრძოლო მზადყოფნაში" გადასვლა უბრძანა ტაქტიკური თავდასხმის განსახორციელებლად. ეს განცხადება 21 აგვისტოს გაკეთდა შეხვერაზე, რომელსაც მაღალი რანგის ძალოვანები ესწრებოდნენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა საომარი მოქმედებების შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ სამხრეთ კორეა არ შეწყვეტს "პროპაგანდული გადაცემების გაშვებას ფხენიანზე".

"ფსიქოლოგიური ომი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, ეს პირდაპირი საომარი მოქმედებაა," - განაცხადა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სიტუაცია ახლოსაა ომის გაჩაღებასთან.

სეული თავის მხრივ, ფხენიანს "დაუნდობელი შურისძიებით" დაემუქრა, თუ ისინი სასაზღვრო ზონის რაიონში ახალი პროვოკაციების მოწყობას ეცდებიან. დაძაბულობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მაშინ გაიზარდა, როდესაც ორი სამხრეთ კორეელი ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა დემილიტარიზებულ ზონაში. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა უაყოფს აფეთქებასთან კავშირს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა