ორმა მამაკაცმა ჰიტლერის დროს დაკარგული 300 ტონა ოქრო იპოვა

ორმა მამაკაცმა ჰიტლერის დროს დაკარგული 300 ტონა ოქრო იპოვა

პოლონური მედია უჩვეულო აღმოჩენაზე წერს: ორმა მამაკაცმა მესამე რეიხის დროინდელი ოქროთი დატვირთული დაჯავშნული მატარებელი აღმოაჩინა. პოლონელმა და გერმანელმა მეგობრებმა აღმოჩენაზე იურიდიულ კომპანიას აცნობეს, აქედან კი ინფორმაციამ პრესაში გაჟონა. მპოვნელების განცხადებით, ისინი ნაპოვნი განძის ღირებულების 10%-ს ითხოვენ, რომელიც მათ კანონით ეკუთვნით.

ქალაქ ვროცლავის ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებს ამ ინფორმაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, მატარებლის აღმოჩენის ადგილას მაინც გაიგზავნა სამხედროების ნაწილი, პოლიცია, იურისტები და მეხანძრეები. როგორც "ბიბისი" პოლონელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, ოქროს გარდა მატარებელში ასევე არის ძვირფასეულობა და იარაღი. ამასთან, პოლონური მედია წერს, რომ ამ მატარებელზე ლეგენდა ადგილობრივებში დიდი ხანია არსებობს, თითქოს ის დაიკარგა 1945 წელს კსენჟის ციხესიმაგრის მიმდებარედ, ქალაქ ვროცლავთან ახლოს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს