რომელია მსოფლიოში ყველაზე მყარი ვალუტა და რომელ ფულად ერთეულში შევინახოთ თანხა?

რომელია მსოფლიოში ყველაზე მყარი ვალუტა და რომელ ფულად ერთეულში შევინახოთ თანხა?

მსოფლიო ფინანსური არა სტაბილურობის პირობებში, Instaforex-ს სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომელ ვალუტაში ჯობს ფულის შენახვა. ანალიტიკოსებმა წარმოადგინეს რეიტინგი ყველაზე გამძლე ვალუტების ამ მომენტისთვის.

სიაში პირველი როგორც ყველაზე ძლიერი ვალუტა მსოფლიოში ამერიკული დოლარია, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო ძვირი ეღირება. მეორე ადგილზე შეიცარული ფრანკია. მესამე ადგილზე ნორვეგიის ნაციონალური ვალუტა გავიდა.

მათ უკან მოჰყვება მეთხე ადგილზე გამწესებული კანადური დოლარი, ხოლო მეხუთე ადგილზე იაპონური იენია. ბრიტანული ფუნტი მეექვსე ადგილს იკავებს. ეკონომისტების აზრით, ეს ვალუტა შეიძლება ძალიან მიმზიდველი გახდეს ინვესტორთათვის, თუ მორიგი საბანკო სფეროს კაპიტალის სახელმწიფო კაპიტალთან შერწყმა მოხდება და ფულადი სახსრების უძრავ ქონებაში გადინება დაიწყება.

ავსტრალიურმა დოლარმა მეშვიდე ადგილი დაიკავა ყველაზე სტაბილური ვალუტების რეიტინგში, ევრო კი მერვე აგდილას მოხვდა. სპეციალისტები თვლიან, რომ ევროში ფულის დაბანდება არ ღირს, რადგან დიდია მისი ღირებულების კლების რისკი. რეიტინგის მეცხრე ადგილზე შვედური კრონა გავიდა, ხოლო ათეული ჩინურმა იენმა დაასრულა. სპეციალისტების თქმით, ჩინეთის ეკონომიკა გამუდმებით აჩვენებს ინფლაციაზე წინ სწრებას, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება ოსტატურად აკონტროლებს კურსს და არ აძლევს მას საშუალებას დოლარს გაუტოლდეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა