ასტრონომები პლანეტა მერკურის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ

ასტრონომები პლანეტა მერკურის სიკვდილს წინასწარმეტყველებენ

ამერიკელი მეცნიერები თვლიან, რომ უახლოეს ხუთ მილიარდ წელიწადში მზის სისტემის განლაგება რადიკალურად შეიცვლება: მერკური მზეს ან ვენერას შეეჯახება. ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომმა რიჩარდ ზეებემ ჩაატარა კვლევა, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ მზის სისტემის არასტაბილურობა უახლოეს ხუთ მილიარდ წელიწადში  მერკურის ვარდნამდე მიგვიყვანს.

მერიკურის მსხვერპლი გახდება არა დედამიწა, როგორც აქამდე ფიქრობდნენ ასტრონომები, არამედ მზე ან ვენერა, რომელთაგან ერთ-ერთს ის საკუთარი ორბიტის დესტაბილიზაციის შედეგად შეეჯახება. როგორც ზეებე განმარტავს, ამის შანსები არც ისე დიდია, მაგრამ საშიშროება მაინც არსებობს.

მეორეს მხრივ დედამიწას და მზის სისტემის სხვა პლანეტებს არაფერი საფრთხე არ ემუქრებათ და ჩვენი პლანეტა თავის ადგილას მას შემდეგაც დარჩება, რაც მისი ზედაპირი ვეღარ შეძლებს სიცოცხლის მხარდაჭერას მზის გაზრდილი სიკაშკაშისა და  რესურსების ამოწურვის გამო.

ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა - "სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო ელოდებათ"

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

რა არის “ენერჯი დიეტა” და როგორი კვების რეჟიმია რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ წონაში კლებისთვის