ისლანდიელები მზად არიან სირიელი ლტოლვილები შეისახლონ და ენა ასწავლონ

ისლანდიელები მზად არიან სირიელი ლტოლვილები შეისახლონ და ენა ასწავლონ

ათასობით ისლანდიელმა მოუწოდა სახელმწიფოს მეტი სირიელი დევნილი მიიღოს ქვეყანაში. მოქალაქეები მზად არიან ლტოლვილებს თავიანთ სახლში გამოუყონ თავშესაფარი და ენა ასწავლონ.

პროფესორმა ბრინდის ბიორგვინსდოტირმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ისლანდიელებს მოუწოდა დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი სურდათ თუ არა სახელმწიფოს მეტი სირიელი დევნილისთვის გაეწია დახმარება. მოწოდებას 12 000-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა და ღია წერილს მოაწერა ხელი, რომელიც მათ კეთილდღეობის მინისტრის სახელზე გააგზვნეს.

ბევრმა ადამიანმა, ვინც მხარდაჭერა გამოხატა ბიორგვინსდოტირის ინიციატივაზე, დაწერა რომ თავადვე იზრუნებს სირიელი დევინლების ინტეგრაციაზე. "მე მაქვს ტანსაცმელი, სამზარეულო და საძინებელი, რომელსაც სიამოვნებით დავუთმობ სირიელებს" - წერენ ისლანდიელები. ბევრმა მოხალისეების ჯგუფის შექმნაზეც ისაუბრა, რომლებიც ისლანდიურ საზოგადოებაში დევნილების ადაპტაციაზე იმუშავებს.

ისლანდიის პრემიერ მინისტრმა ზიგმუნდ დევიდ განლაუსონმა განაცხადა, რომ კაბინეტის სხდომაზე წამოაყენებს დევნილების და სპეციალური მინისტრთა კაბინეტის შექმნის საკითხს ამ პრობლემის თაობაზე. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს რისი საშუალებაც ექნება.

წელს გლობალური მშვიდობის ინდექსის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ისლანდია მთელს მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა აღმოჩნდა.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლებს დაეცა - კონგოში მსხვერპლის რაოდენობის დაზუსტება უჭირთ

კიმ ჩენ ინი და სიხარულისგან ატირებული ქალები - დიქტატორმა სამხედრო პუნქტი მოინახულა

სამოაში წითელას ვირუსს 22 ადამიანი ემსხვერპლა - გარდაცვლილთა უმრავლესობა 5 წლამდე ბავშვია