"ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს! ლელა მდგარა კანონზე მაღლა!" - "ფეისბუქში" მამულიჩას გათავისუფლებას ეხმაურებიან

"ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს! ლელა მდგარა კანონზე მაღლა!" - "ფეისბუქში" მამულიჩას გათავისუფლებას ეხმაურებიან

სოციალურ ქსელში კახა მამულაშვილის (მამულიჩა) გათავისუფლებას ეხმაურებიან.

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი:

"ან სხვებიც გაუშვან, ან კეთილი ინებონ და ეს გაშვება ახსნან. საფუძვლიანად"

ირაკლი ვაჩარაძე, "იდენტობის" ხელმძღვანელი:

"ლევან აბზიანიძე პლანის სავარაუდოდ მოწევის ეჭვის გამო მოკლეს და ეს ნარკობარიგა უკვე მერამდენედ უსხლტება ციხეს. ნაცების ბრალია. ლელას გამო ასჯერ რომ შეიწყალეთ"

ვასილ დაბრუნდაშვილი, ჟურნალისტი:

"სად ვცხოვრობთ? ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, რის საფუძველზე უცნობია. პროცესი ისე ჩატარდა რომ ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზი დაუმალეს. ამას რა ქვია?. ლელა მდგარა კანონზე მაღლა!"

ნოე სულაბერიძე, პროდუსერი:

"მამულიჩას გამოსვლამ განსაკუთრებულად გამახარა ამხანაგებო!!! ...თქვენ? )"

მერსი სულხანიშვილი, ბლოგერი:

"როგორ გამიხარდა მამულიჩა <3"

შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე "მამულიჩა" სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. მამულაშვილის წინასასამართლო სხდომა სასამართლოში 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მისი ახლობლები, მათ შორის ძმა, შვილი და მეგობრები მე-12 დარბაზთან პროცესის დაწყებას თითქმის ერთი საათი ელოდებოდნენ.

იხილეთ ასევე:  რამდენი გადაიხადა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მამულიჩამ თავისუფლებისთვის - პროკურატურა ცნობას აქვეყნებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს