შუმბას მეგობარი კარაკულა დედა გახდა - "7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი"

შუმბას მეგობარი კარაკულა დედა გახდა - "7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი"

თბილისის ზოოპარკის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი ახალ სასიხარულო ამბავს აქვეყნებს. როგორც გაირკვა, ზოოპარკის ბინადარი კარაკულა, რომელმაც თავი ლომის ბოკვერ შუმბასთან მეგობრობით გაითქვა, დედა გახდა:

"1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8!

ესეც დაპირებული ახალი ამბავი!

ჩვენი კარაკულა დედა გახდა და ქვეყანას 8 პრიალა ლეკვი მოავლინა. ძალიან უცნაურია ის, რომ 7 მათგანი ნახშირივით შავია და მხოლოდ 1 - ტეეეტრი ტეტრი

ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ეს 1 თეთრი პატარა სიმბოლურად, საოცარი შემთხვევითობის წყალობით, შუმბას სახელზე გაჩნდა. სახელიც შევურჩიეთ - შუმბა.

მამა ვინაა არ ვიცით. არც იმის შესახებ ვფლობთ დეტალურ ინფორმაციას, სად "იმაიმუნა" ჩვენმა გოგომ. ფაქტია, რომ შუმბას ვოლიერიდან გამოსულმა, უკვე დაბანილმა, გაკრეჭილმა და მოწესრიგებულმა სადღაც გაძრომა და მაშინვე ვიღაცის მოხიბვლა მოახერხა. ცოტა რომ მოპუტკუნდა კი შევიტანეთ ეჭვი, რომ რაღაცაში იყო საქმე, მაგრამ ამგვარ სიურპრიზს ვერც კი წარმოვიდგენდით...

კარგი დედა გამოდგა ჩვენი კარაკულა. გალოკა, გააკრიალა, დაამწკრივა ბავშვები და უვლის გადასარევად. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 8 შვილის დედაა, მაინც ძველებური ეშმაკუნები უთამაშებს თვალებში.

მოკლედ, ცხოვრება გრძელდება!

P.S. ჰო, და არ დაგავიწყდეთ, რომ ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება" - ნათქვამია ზოოპარკის გვერდზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს