სერგეი ლავროვი: აშშ-მ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები იცის, მაგრამ დარტყმების ბრძანებას არ გასცემს

სერგეი ლავროვი: აშშ-მ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები იცის, მაგრამ დარტყმების ბრძანებას არ გასცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-სა და კოალიციურ არმიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მოსკოვის ინფორმაციით, ამერიკამ იცის "ისლამური სახელმწიფოს" კონკრეტული პოზიციების შესახებ, მაგრამ დარტყმების განხორციელების შესახებ ბრძანების გაცემა არ ხდება.

"ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ან თავიდანვე გაუაზრებლად შექმნეს კოალიცია, ან ისე ჩაიფიქრეს თავიდანვე, რომ მას ის მიზნები არ გააჩნია, რომელთა შესახებაც თავიდან განაცხადეს. ზოგჯერ შემოგეპარება ისეთი აზრი, რომ თავიდან გაცხადებული მიზნების პარალელურად, კოალიციის ამოცანებში "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის გარდა სხვა მიზნებიც შედის", - განაცხადა ლავროვმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა