როგორ გამოიყურება თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან 3 თვის შემდეგ

როგორ გამოიყურება თბილისის ზოოპარკი სტიქიიდან 3 თვის შემდეგ

13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა ფუნქციონირება 13 სექტემბერს განაახლა. პირველი დამთვალიერებელი, პატარა ანა ქემხიშვილი მამასთან, გიორგი ქემხიშვილთან ერთად ზოოპარკს 10:00 საათზე ესტუმრა. მათთვის ზოოპარკში შესვლა, სიმბოლურად, უფასო იყო.

ზოოპარკის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო. 3 თვის განმავლობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა ზოოპარკის ზედა ნაწილი. შეკეთდა დაზიანებული ვოლიერები, ხელახლა დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა ღობე. ვიზიტორებს ტერიტორიის მხოლოდ ამ მონაკვეთის დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ. სტიქიის შედეგად მთლიანად განადგურებული ქვედა ტერიტორიის აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ახალი ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.

თბილისის ზოოპარკის გადატანის პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უკვე დამტკიცებულია, თუმცა იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახალი ზოოპარკის აშენებისთვის იქნება საჭირო, ზოოპარკი ფუნქციონირებას ძველ მისამართზე განაგრძობს.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია