"არ არის მდიდარი. უყვარს პოეზია და რომანტიკა. არ არის კარიერისტი" - ირაკლი კაკაბაძის ამერიკელი მეგობარი, რომელიც ქართველ ცოლს ეძებს

"არ არის მდიდარი. უყვარს პოეზია და რომანტიკა. არ არის კარიერისტი" - ირაკლი კაკაბაძის ამერიკელი მეგობარი, რომელიც ქართველ ცოლს ეძებს

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში ამერიკელი მეგობრის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს. კაკაბაძე ვალტერ კრუგმანის გაცნობის მსურველ ქალბატონებს დამატებით ინფორმაციას აწვდის.

"ჩემო ძვირფასო ხალხო. ვალტერ კრუგმანი დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც გამოეხმაურა. ამავე დროს მას უნდა გააკეთოს განმარტება, რომ იგი არის სრულიად სეკულარული ტიპის პიროვნება და მისი მომავალი მეუღლის აღმსარებლობას და პოლიტიკურ შეხედულებებს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. როგორც იცით მას აქვს სურვილი რომ გაიცნოს შედარებით დაღვინებული, განათლებული და ამავე დროს მიმზიდველი ქალბატონი, რომელიც იქნება 32-სა და 48 წელს შორის. მას უნდა რომ ეს თანამედოვე ქალბატონი ურთიერთობების მენეჯმენტის საკითხში იყოს მეტნაკლებად დახელოვნებული და სწორედ ამიტომ მისი რჩეული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ორნაშვილები ან ერთნაშვილები. მოგეხსენებათ, ქალმა რომელმაც ორი ან ერთი მაინც შვილი გაზარდა იცის ურთიერთობა ბევრად უკეთესად, ვიდრე იმან, ვისაც არავინ გაზრდილი არ ყავს ჯერ. აქედან გამომდინარეა სწორედ ის მოთხოვნა რომ თანამედროვე შუა ხნის სატრფო-საცოლე იყოს 'ორნაშვილები და უქმარო' და არა პირიქით. სტანდარტები შეცვლილია 'სამანიშვილის დედინაცვლის' პერიოდიდდან და დღევანდელი პოსტ-მოდერნული დედინაცვალი უცილობლად უნდა იყოს აღმზრდელი. მითუმეტეს ვალტერ კრუგმანი ხელოვანი კაცია - და ყველა ხელოვანი ბავშვს ჰგავს. ახლა ინბოქსში გვკითხეს რომ უშვილო ქალებისთვის ვალტერი გამონაკლისებს თუ დაუშვებსო, თუ ასაკით იქნება შესაფერისიო. მანდ მითხრა რომ გამონაკლისი ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს ისეთი ქალბატონების სასარგებლოდ, რომლებიც ზრდასრულები არიან (ანუ 32-48 წლის ასაკის ბრაკეტში) და უშუალო ურთიერთობა აქვთ პროფესიით ხელოვანებთან და მათს მენეჯმენტს ეწევიან. ან თეატრის მენეჯმენტში არიან - ანაც მუსიკოსების და ასე შემდეგ. ესეც, რაღა თქმა უნდა ძალიან იშვიათი გამონაკლისია. 'ორნაშვილები და უქმარო' - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ვალტერისთვის. თვით ვალტერი გახლავთ რომანტიკოსი პოეტი, საკმაოდ ღარიბი, მდიდარი ალბათ ვერასდროს იქნება მატერიალურად. მაგრამ სულიერად არის ძალიან მდიდარი და მასთან ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ის არის საკმაოდ არატიპიური ამერიკელი. არ აინტერესებს ბიზნესი - ან პოლიტიკა. უყვარს ედგარ ალან პო, ბილი კოლინსი, ოლივერ ლეიკი, ჯერი ალენი, ტომ ვეიტსი. წერს საკმაოდ კარგ ლექსებს. არ არის მდიდარი. უყვარს პოეზია და რომანტიკა. უყვარს ფილმები და თეატრი. არ არის კარიერისტი. ამბობს მდიდარი არასდროს ვიქნებიო და წარმატებას ვერ ვიტანო. ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეა და საკმაოდ ნაკითხი. სპონტანური ტიპია. არ იცის ბუღალტერია. ვუდი ალენის კინოები უყვარს და კუბრიკის. რაღაცით რომანტიულ ირლანდიელს, ბასკს ან თუნდაც ქართველს წააგავს.

ეს სურათი 2007 წელს არის გადაღებული.

მოკლედ იხარეთ და ველით თქვენს გამოხმაურებებს. ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა ინბოქსშიც და აუტბოქსშიც. ინტერვიუს დეტალები ინბოქსში", - წერს კაკანაძე.

იხილეთ ასევე: "ეძებს ლამაზ ქალს, 35-45 წლის ასაკში" - ვის მაჭანკლობს ქართველ ქალებთან ირაკლი კაკაბაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს