მიგრანტები დასავლეთ ევროპაში ჩასვლას ალტერნატიული გზებით ცდილობენ

მიგრანტები დასავლეთ ევროპაში ჩასვლას ალტერნატიული გზებით ცდილობენ

აზიელი და აფრიკელი მიგრანტები დასავლეთ ევროპაში ჩასვლას ახალი გზით ცდილობენ. "ბიბისის" ცნობით, მას შემდეგ რაც უნგრეთმა სერბეთთან საზღვარი ჩაკეტა, ათასობით თავშესაფრის მაძიებელმა ხორვატიის საზღვარი გადაკვეთა, ისინი ამ გზით ცდილობენ გერმანიამდე ჩასვლას.

გუშინ უნგრეთმა ორ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვარზე პოლიცია და არმია განათავსეს, რომლებიც მიგრანტებს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. ლტოლვილების ნაკადის მნიშვნელოვნად ზრდის გამო, უნგრეთის მთავრობამ საიმიგრაციო კანონმდებლობაში ცვლილებებიც შეიტანა. კერძოდ, გაამკაცრა ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები. ამას გარდა, საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო მიგრანტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უნგრეთი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩასული მიგრანტების მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა. უნგრეთში ჩასული მიგრანტები ძირითადად ავსტრიასა და გერმანიაში გადადიან.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა