"რამდენჯერ უნდა გახდეს ეს ქვეყანა ბეცი ხელისუფლების ექსპერიმენტის ობიექტი?!" - ხათუნა ლაგაზიძე

"რამდენჯერ უნდა გახდეს ეს ქვეყანა ბეცი ხელისუფლების ექსპერიმენტის ობიექტი?!" - ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს:

"ნეტა თუ ხვდება ხელისუფლება, რამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული საზოგადოების წინაშე; თუ აცნობიერებს, რომ პასუხისმგებელია ქვეყნის სტაბილურობაზე; თუ იცის, რომ ვალდებულია საზოგადოებას უსაფრთხოების გარანტიები შეუქმნას და საერთოდ, ქვეყანა უფსკრულისკენ არ წაიყვანოს, საითაც ის ქვეყანას ძალზედ სწრაფი ტემპით მიაქანებს! როგორ ახერხებთ, რომ თითოეულმა თქვენმა გადაწყვეტილებამ ერთდროულად დაგაკარგვინოთ დასავლეთში შემორჩენილი ნდობა და შიგნით ამომრჩევლის მხარდაჭერა?!

ამას ხომ მოხერხება უნდა! თუ არ იცით, გაიკითხეთ მაინც, როგორ ჩამოიქცა თქვენზე გაცილებით ჭკვიანი და გამოცდილი შევარდნაძის ხელისუფლება. რამდენჯერ უნდა გახდეს ეს ქვეყანა ბეცი ხელისუფლების ექსპერიმენტის ობიექტი?! თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გვერდზე გადგებით და კვლავ საზოგადოება გახდება საზარბაზნე ხორცი?! ეგრე არ იქნება! აიღეთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე: ის მაინც შეძელით, რომ მშვიდობიანად მიიყვანეთ საზოგადოება მომავალ არჩევნებმადე. როგორ უნდა მოახერხო, რომ ყველა, ვისაც სიტყვა ეთქმის, შენს წინააღმდეგ განაწყო?! როგორ უნდა მოახერხო, რომ "ნაციონალების" ფონზე შენ გამოჩნდე ვამპირი?! აფერუმ, თქვენს გონიერებას!"- წერს ლაგაზიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია