რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა უგულავას გათავისუფლებას ხელისუფლებისგან და პოლიტოლოგებისგან

რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა უგულავას გათავისუფლებას ხელისუფლებისგან და პოლიტოლოგებისგან

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ დედაქალაქის ყოფილის მერის, გიგი უგულავას რამდენიმესაათიანი ზეიმი რამდენიმესაათიან ზეიმად დარჩება.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თბილისი ყოფილი მერის, გიგი უგულავას პოლიტიკური განცხადებები პრევენციას ჰგავს.

"სასამართლოს გადაწყვეტილების არსი არ ცვლება, თუ მისთვის უნდა მიესაჯათ, მაინც მიუსჯიან. თუკი მას მოლოდინი ჰქონდა, რომ მიუსჯიდნენ, ეს მოლოდინი ახლაც ექნება, რადგან მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბრალდებული რა მდგომარეობაშია", - განაცხადა მეჭიაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ| უგულავას გზა სასამართლოდან თავისუფლებამდე ფოტოკადრებად - წუთები, რომელიც ყოფილ მერს არასდროს დაავიწყდება

პოლიტიკურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს რაუნდი მოიგო, - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას.

რაც შეეხება საარჩევნო გზით "აბაროტის" აღებასთან დაკავშირებით უგულავას განცხადებებს, ხუხაშვილის აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების შანსი არ აქვს.

"პოლიტიკურად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს რაუნდი მოიგო. ახლა ის შეეცდება, ამაზე ააგოს თეორია, რომ რევანშს აიღებს, ანუ ცდილობს, ფსიქოლოგიური უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენოს და ამით გაიმყაროს თავისი პოზიციები. თუმცა, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს. ჩემი აზრით, საარჩევნო გზით "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური წარმატების მიღწევის საშუალება ნამდვილად არ აქვს, გამორიცხულია 2016 წლის არჩევნები მოიგოს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არის ცუდი, აგრეთვე ფიქრობენ, რომ ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით არის კიდევ უარესი. ამ ქვეყნის პრობლემა არის ზუსტად ის, რომ დღეს ჩვენ მთლიანად პოლიტიკური ელიტის კრიზისში ვართ.

ვფიქრობ, "ნაციონალირი მოძრაობის" შანსი არის არა 2016 წლის არჩევნები, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდი, რომლის გათამაშებაც მას შეუძლია და, როგორც ჩანს, პარტიის გეგმები ზუსტად ასეთია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ გიგი უგულავა ციხეში ისევ შეაბრუნონ, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს "ქართული ოცნებისთვის" "მეორე უბედურება" იქნება.

"ხელისუფლებას პოლიტიკურად ეს რაუნდი წაგებული აქვს და წაგებული აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც. ახლა "ნაციონალური მოძრაობა" ზეიმობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ზეიმი არ იქნება ხანგრძლივი. დიდი შანსია, უგულავა შეაბრუნონ, მაგრამ მისი შებრუნება "ქართული ოცნებისთვის" მეორე უბედურება იქნება. წარმოიდგინეთ, როგორ დაინახავენ გიგი უგულავას ციხეში შებრუნებას უცხოელები, რომელზეც კითხვები ისედაც ისმის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადამიანი გამოდის ციხიდან და მეორე დღეს მას ციხეში აბრუნებენ, აქ უკვე ხელისუფლების მხრიდან არავითარი ახსნა არ უშველის. ის განწყობა, რაც დასავლეთშია, კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

გიგი უგულავას გათავისუფლებაზე ცოტა ხნის წინ კომენტარი ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" მდივანმა, ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.

"უგულავასთან დაკავშირებულ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი არც ჩარეულა, არც ერევა და არც ჩაერევა არასდროს. მან განაცხადა და ის თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."