საქართველო ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ საჭიროა მეგობრულად ცხოვრება მეზობლებთან - რაულ ხაჯიმბა

საქართველო ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ საჭიროა მეგობრულად ცხოვრება მეზობლებთან - რაულ ხაჯიმბა

საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველო ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ საჭიროა მეგობრულად, მშვიდად ცხოვრება მეზობლებთან, - ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ცხინვალის მარიონეტული რიჟემის ხელმძღვანელთან, ლეონიდ თიბილოვთან ერთად განაცხადა. მისივე თქმით, სოხუმი და ცხინვალი მიმართული არიან რუსეთის რეგიონებთან, რაც მათი ეკონომიკისთვის უკიდურესად აუცილებელია.

ლეონიდ თიბილოვის თქმით კი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სახელმწიფოების მშენებლობისა და გამყარების ახალ ეტაპზე გადადიან.

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. რესპუბლიკის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."