გალში ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და ჯიპი დაეჯახნენ: გარდაცვლილია 6 ადამიანი

გალში ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და ჯიპი დაეჯახნენ: გარდაცვლილია 6 ადამიანი

გალის რაიონის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა.

გარდაცვლილებს შორის არიან გალის რაიონის ექიმები, პაციენტი და პაციენტის ოჯახის წევრი. ჯიპის მარკის ავტომობილში 2 ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანი შეჯახების შედეგად გარდაიცვალა. ექვსივე ადამიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. კრიტიკულია სასწრაფო დახმარების მძღოლის მდგომარეობა.

სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია