შაკირამ გაეროს სამიტზე 3 წლის სირიელ ბიჭუნას სიმღერა მიუძღვნა

შაკირამ გაეროს სამიტზე 3 წლის სირიელ ბიჭუნას სიმღერა მიუძღვნა

გაეროს გლობალური განვითარების სამიტზე, რომელიც ნიუ-იორკში გუშინ გაიხსნა, 193-მა სახელმწიფომ მსოფლიოს მდგრადი განვითარების გლობალური გეგმა მიიღო. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, გეგმა 17 ფუნდამენტურ მიზანს შეიცავს და მისი რეალიზება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი. მიღებული გეგმა სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას, ასევე ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების სფეროში სიტუაციის გამოსწორებას ითვალისწინებს. [იხილეთ ვიდეო]

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გეგმის მიღებას ისტორიის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. მისი თქმით, მიზნების მისაღწევად ყველა სახელმწიფოს თანამშრომლობაა საჭირო. განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა ადამიანების ძალადობრივი გზით გადასახლების მიზეზებთან ბრძოლა. მერკელის თქმით, გერმანიამ აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება, ქვეყნის მშპ-ს 0,7% განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად გამოყოს.

გლობალური განვითარების სამიტი მომღერალმა შაკირამ გახსნა, რომელმაც ჯონ ლენონინის "Iმაგინე" შეასრულა. მსოფლიო ჰიტი შაკირამ 3 წლის სირიელ ბიჭს, ალან კურდის მიუძღვნა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ტრაგიკულად დაიღუპა.