"ეშმაკმა დალახვროს, ეს რა ჩავიდინე?! ისინი, ყველანი ხომ მე დავხოცე" - მილიარდერი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ელის

"ეშმაკმა დალახვროს, ეს რა ჩავიდინე?! ისინი, ყველანი ხომ მე დავხოცე" - მილიარდერი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ელის

2001 წლის 30 ნოემბერს პენსილვანიის შტატის ქალაქ ჰანოვერის ერთ-ერთ სუპერმარკეტში უცნაური გარეგნობის მამაკაცი შევიდა, - ქალის პარიკითა და ხელოვნური ულვაშებით. სტელაჟებს შორის ჩამოიარა, პიჯაკის ჯიბეებში სალბუნის შეკვრა, გაზეთი და წიწილის სენდვიჩი ჩაიტენა და იქაურობა ფულის გადაუხდელად დატოვა. მამაკაცის საქციელი სავაჭრო დარბაზში დაყენებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სუპერმარკეტის დაცვის წევრები ქურდს გამოუდგნენ და ავტოსადგომზე წითელი ჩჰევროლეტ ჩორსიცა-ს საჭესთან მჯდომი დააკავეს.

სენდვიჩების ქურდი მილიარდერი ვიდეოკამერამ აღბეჭდა

სენდვიჩის ქურდი მილიარდერი რობერტ დარსტი აღმოჩნდა, რომელიც სუპერმარკეტის დაცვის წევრებს პოლიციის განყოფილებაში წაყოლაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდა, მაგრამ საკუთარ ადვოკატთან დაკავშირებამდე კითხვებზე პასუხის გაცემაზე კი თავაზიანი უარი განუცხადა. მილიარდერს მანქანაში მარიხუანით სავსე ტომსიკა, ორი პისტოლეტი და 37 ათასი დოლარი აღმოაჩნდა. 500 დოლარი კი სწორედ პიჯაკის იმ ჯიბეში ედო, სადაც ცოტა ხნის წინ 5 დოლარად და 49 ცენტად ღირებული მოპარული სენდვიჩი ჩაიტენა. მალევე გაირკვა, რომ მუქთა სენდვიჩების მოყვარული მილიარდერი მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი და მას ტეხასის პოლიცია ეძებდა...

რობერტ დარსტი ახლა 71 წლისაა. მამამისი, სეიმურ დარსტი მანჰეტენზე მდებარე მილიარდობით დოლარად ღირებული უძრავი ქონების მფლობელი იყო. 1994 წელს უფროსი დარსტი საქმეს ჩამოსცილდა, მაგრამ კომპანიის მართვა რობერტს კი არა, უმცროს შვილს, დუგლასს მიანდო. რობერტმა საოჯახო ბიზნესში მეორე ვიოლინოს როლი იუკადრისა და კარი გაიჯახუნა, თუმცა მამამ გაგულისებული შვილი "მშიერი" მაინც არ დატოვა და დღეს რობერტ დარსტის ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყოველთვის თავქეიფა და სიამოვნებას გადაყოლილი რობერტი ახალგაზრდობაში თვითმფრინავის მართვითა და არქიტექტურით იყო გატაცებული, ნიუ-იორკის კლუბებში ოქროს ახალგაზრდობასთან ერთად ერთობოდა, მარიხუანას ეძალებოდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათითა და გვარიანი ექსცენტრულობითაც გამოირჩეოდა, ქალებში მაინც დიდი წარმატებით სარგებლობდა. მეგობრობდა ჯეკი (ჟაკლინ) კენედი-ონასისთან, ერთხანს მია ფეროუს უმცროს დასაც ეტრფოდა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯონ ლენონთან, რომელიც "ორალური" თერაპიის სეანსებზე სიარულისას გაიცნო. თვითმხილველთა მტკიცებით, ამ სეანსებზე, რომლის დროსაც პაციენტები ყვირილის მეშვეობით ქვეცნობიერი შიშებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებოდნენ, დარსტი უბრალოდ კი არ ყვიროდა, მხეცივით ღრიალებდა. მის ამ და ბევრ სხვა უცნაურ საქციელსაც ირგვლივ მყოფები ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმით ხსნიდნენ. შვიდი წლის ასაკში რობერტი დედამისის თვითმკვლელობის მოწმე გახდა: ქალი სახლის სახურავიდან პირდაპირ შვილის თვალწინ გადმოხტა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია