რაზე ისაუბრეს სააკაშვილმა და უგულავამ სკაიპით, სანამ ყოფილ მერს კვლავ ციხეში შეაბრუნებდნენ

რაზე ისაუბრეს სააკაშვილმა და უგულავამ სკაიპით, სანამ ყოფილ მერს კვლავ ციხეში შეაბრუნებდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა შეიწყალოს. ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის "P.S"-თან საუბრისას გააკეთა.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბაჩო ახალაიამ ქართული შეიარაღება შექმნა, ვანო მერაბიშვილმა პოლიცია, ხოლო გიგი უგულავამ ყველა სხვა დანარჩენზე მეტი ააშენა თბილისში.

"დიდხანს ველაპარაკე სკაიპით, მინდოდა, დამენახა. ძალიან კარგი ადამიანია. რაღაცნაირად  დაბრძენებული და დაღვინებული მომეჩვენა. მე იქვე ვუთხარი, რომ ხვალვე ჩაგსვამენ-თქო, თვითონ მაინც არ ეგონა. თვითონ უკეთესი წარმოდგენის იყო იმ გაფუჭებულ ხალხზე, ვიდრე მე. მე უფრო რეალისტურად ვუყურებ.

კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილის ადგილი ისტორიაში, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მე არც მისი მრჩეველი ვარ და არც სხვა ურთიერთობები არ მაქვს, გაიზომება იმითი, შეიწყალებს თუ არა ის იმ სამ ადამიანს, რომელმაც წარმოუდგენელი რამ გააკეთეს საქართველოსთვის. ადამიანმა, რომელმაც შექმნა ქართული შეიარაღება, ადამიანმა რომელმაც რომელმაც შექმნა პოლიცია, ადამიანმა, რომელმაც უფრო მეტი ააშენა თბილისში ვიდრე, ვინმე სხვამ ოდესმე, საუბარია გიგიზე, ვანოზე და ბაჩოზე,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ეჭვი მეპარება" - გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე

გიორგი გახარიას კომენტარი ვანო მერაბიშვილზე - "ის არ იყო პოლიტიკური პატიმარი"

გიორგი გახარია პოლიციელებს მიმართავს