26 დღე სიკვდილის მოლოდინში - აფხაზეთის ომის "ღიმილის ბიჭები"

26 დღე სიკვდილის მოლოდინში - აფხაზეთის ომის "ღიმილის ბიჭები"

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით აფხაზეთში დამთავრდა ომი, რომელსაც 4 ათასი აფხაზი და 15 ათასი ქართველი შეეწირა,­ 250 ათასი მშვიდობიანი მოსახლე კი დევნილად იქცა. მას შემდეგ აფხაზეთის ომზე ბევრი დაიწერა, თუმცა საზოგადოებამ ამ ომის "ღიმილის ბიჭებზე" ცოტა რამ თუ იცის. ამჯერად გვინდა მოგითხროთ ორი ჯარისკაცის თავგადასავალი, რომელთა სამხედრო გზა აფხაზეთის ომში დაიწყო და მოგვიანებით კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ნატოს სამხედრო ოპერაციებში გაგრძელდა.

ზურაბ ხალიზოვი: - სოხუმში 1993 წლის თებერვალში ჩავედით (წვევამდელები­ ვიყავით) სამხედრო პოლიციის ბრიგადის შემადგენლობაში. ჩვენი მოვალეობა მოროდიორობა-ყაჩაღობის აღკვეთა იყო. რამდენჯერმე მოგვიხდა გაწევ-გამოწევა ჩვენს ჯარისკაცებთან. ჩვენმა დანაყოფმა მოვითხოვეთ, სანამ ქართველებს ერთმანეთი­ არ დაგვიხოცავს, წინა ხაზზე გაგვიშვითო... სოხუმი­-ოჩამჩირის ცენტრალური ტრასის დასაცავად გაგვგზავნეს. გამატანეს ნაღმით­ დატვირთული სატვირთო მანქანა და 4 ჯარისკაცი. მანქანის ძარაზე ვიჯექი. გზაზე მოულოდნელად სროლა აგვიტეხეს. ქართველები გვესროდნენ, რადგან ვერ გაარკვიეს, ვინ ვიყავით. ამდენი ასაფეთქებელი ნივთიერება იდო ძარაზე და რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით! სკოლას შევაფარეთ თავი და იქიდან ძლივს გავაგებინეთ, თქვენიანები ვართ, არ დაგვხოცოთო.

2 მარტს ლაბრაში შევედით - დიდი სომხური სოფელია. მოსახლეობა აფხაზების­ მხარეს იბრძოდა. სოფელი ცარიელი დაგვხვდა. დანაყოფში 100 კაცი ვიყავით, თუმცა­ მთელი სოფლის გასაკონტროლებლად არ კმაროდა. ჩეჩნები, აფხაზები, რუსები და სომხები - სოფელს გარს შემორტყმოდნენ.­ ფაქტობრივად, ალყაში ვიყავით. კანტიკუნტ სროლებს თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე დღე სოფელში სიმშვიდე იყო. 9 მარტს, 7 საათი იქნებოდა, ყუმბარმტყორცნებით ცეც­ხლი­ გახსნეს აფხაზებმა. შენობებიდან ვერ გამოვდიოდით. მოგვიანებით ქვეითებმა შემოგვიტიეს - ჩეჩნები იყვნენ. იმ დროს სოფლის კლუბთან ვიყავი, სადაც ჩვენი შტაბი­ იყო. შევვარდი შიგნით და აღმოჩნდა, რომ დახმარებას ვერ გამოვიძახებდით - რადი­ოსადგური დამჯდარიყო. ერთადერთ ხსნას­ კილომეტრში "სამაჩაბლოელების" საგუშაგო­ წარმოადგენდა. რადიოსადგურის­ წამოსაღებად გამგზავნეს. ტყვიის წვიმაში­ ფორთხვა-ფორთხვით მივდიოდი, მალე ოფიცერი წამომეწია, უკან ნუღარ დავბრუნდებით, იქიდანვე მოვითხოვოთ დახმარებაო. საგუშაგომდე ვერ ჩავაღწიეთ (მერე გავიგე, რომ საგუშაგოზე უკვე აფხაზები იდგნენ). გადამწვარ სახლს მივადექით და კიბისქვეშა მინაშენს შევაფარეთ თავი... სული მოვითქვით­ და ჩეჩნური საუბარიც გავიგონეთ. გავიხედე - ფოთლებით შენიღბული 50-მდე მებრძოლი ამოვიდა ხეობიდან. იმდენი ტყვია-წამალი არ გვქონდა, რომ მათ შევბრძოლებოდით. ზემოდან მანდარინების ტოტებით შენიღბული ტანკიც დაიძრა. ჩეჩნები და რუსები იყვნენ, იქაური მოსახლეობაც შემოჰყვათ - სომხები. სახლი შუა სოფელში იდგა, გზასთან ახლოს და ყველაფერს ვხედავდით, რამდენჯერმე სახლშიც შემოვიდნენ, გადამწვარი ოთახებიც დაათ­ვალიერეს, მაგრამ კიბის ქვეშ შემოხედვა არ უფიქრიათ.

ლაბრა მტრის ხელში იყო. სამი დღე უსმელ-უჭმელები სივიწროვეში გაუნძრევლად ვისხედით. მოთოვა, ფეხები მოგვეყ­ინა. "ბათინკები" დანით ჩავჭერი. ისე მტკი­ოდა, მეგობარი პირზე ხელს მაფარებდა, რომ არ მეყვირა... ავტომატების გარდა სამი ხელყუმბარაც გვქონდა და თუ საჭირო გახდებოდა, თავს ავიფეთქებდით. ჩემი მეგობარი თავიდან თანახმა არ იყო - ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და დატოვება არ მინდაო... მეხუთე დღეს გარეთ გავიდა, მე მოძრაობა არ შემეძლო. მახლობლად, მიტოვებულ სახლში, ქილით შაქარი და ხატები იპოვა­ - იმან გადაგვარჩინა. შემდეგ სამოქალაქო ტანსაცმელს და თევზის ქონს მიაგნო. იმედი, რომ ჩვენები სოფელს დაიბრუნებდნენ, მალე გადაგვეწურა...

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."